ბათუმში, 12–14
მაისს ეუთოს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება, სადაც საინვესტიციო გარემოზე,
კორუფციის
წინააღმდეგ
ბრძოლაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე,
ენერგეტიკული
უსაფრთხოებასა და ტურიზმზე
იმსჯელებენ.
ამის
შესახებ “ინტერნეტ.ჯი”–ს პარლამენტის ვიცე–სპიკერის,
გიგი
წერეთელის აპარატიდან აცნობეს.
მათი
ინფორმაციით, ეუთოს
ეკონომიკური
ფორუმის პროგრამა საბოლოოდ კოპენჰაგენში საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე
დაზუსტდა.
საქართველოს დელეგაციის განცხადებით, ფორუმზე
მონაწილეთა
რაოდენობა
250 ადამიანს გადააჭარბებს.
მათი
ვარაუდით, ბათუმს
40-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ეუთოს გენერალური მდივანი და ეუთოს ელჩების ჯგუფი
ეწვევიან.
კონფერენციის ძირითადი თემა იქნება
– ეკონომიკური
თანამშრომლობისა
და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში.
Internet.ge