საწარმოს გაკოტრებისას ხელმძღვანელს საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ექნება
საწარმოს გაკოტრების შემდეგ, მის
ხელმძღვანელს საგადასახადო
დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ექნება
„გადახდისუუნარობის
შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, საწარმოს გაკოტრების შემდეგ, მის
ხელმძღვანელს საგადასახადო
დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ექნება.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ახალი
რეგულაცია ისეთი საწარმოს გაკოტრებას ეხება, რომელსაც
ვალები აქვს გასასტუმრებელი.
კერძოდ, ასეთი გაკოტრებული საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი
პირი ვალდებული იქნება
გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში
შესვლიდან 15 დღის ვადაში,
საგადასახადო ორგანოს განვლილი საგადასახადო
პერიოდების წარუდგენელი და
მიმდინარე საგადასახადო
პერიოდების საგადასახადო
დეკლარაციები წარუდგინოს. ხოლო, საწარმოს
ხელმძღვანელს მისი თანამდებობა, მხოლოდ ვალდებულებების დეკლარირების
ნაწილში შეუნარჩუნდება.
პროექტით, იმ შემთხვევაში თუ საწარმოს
ხელმძღვანელი საგადასახადო
ანგარიშგების ვალდებულებას
არ შეასრულებს, ის დაჯარიმდება, თუმცა დაჯარიმება მას დეკლარირების ვალდებულებისგან
არ გაათავისუფლებს.
internet.ge