ზაზა გოროზიამ მოცვის სადემონსტრაციო პლანტაცია დაათვალიერა
15:12 28.04.2012
|
დღის სიახლეები
|
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა გოროზია, აჭარის რეგიონს ეწვია და ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში, 6 ჰექტარზე გაშენებული მოცვის სადემონსტრაციო პლანტაცია დაათვალიერა. მოცვის წარმოების ხელშეწყობის პილოტური პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის კორპორაციამ 2010 წელს დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მოცვის, როგორც ახალი პროდუქტის, პირველადი წარმოების განვითარებას.
მოცვის კულტურის გაშენება შავი ზღვის სამ რეგიონში - აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში მოხდა. აღნიშნული ტერიტორიები გამოირჩევა ნიადაგის მაღალი მჟავიანობით, რაც მოცვის გაშენებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. შავი ზღვის კლიმატი მოსავლის ერთი თვით ადრე მიღების საშუალებას იძლევა, რაც მრავალწლიან გარანტირებულ გასაღების ბაზარს და ადგილობირივი მოსახლეობისთვის შემოსავლის დამატებითი წყაროს არსებობას განაპირობებს.
„ამ სადემონსტარციო ნაკვეთში 9 სახეობის მოცვია დარგული. მათ შორის ყველაზე ნაყოფიერს მომავალში გაცილებით მეტ ფართობზე მოვიყვანთ. აღსანიშნავია, რომ მოცვი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია საერთაშორისო ბაზარზე და მისი ექსპორტირება საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება. ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ჩვენი ფერმერებისთვის“, - აღნიშნა ზაზა გოროზიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ქართული მოცვი უკვე გადის უკრაინასა და აზერბაიჯანში. ამ ეტაპზე ქართველი მეწარმეები სხვა უცხოური ბაზრების ასათვისებლადაც ემზადებიან. წინასწარი გათვლებით საქართველოში მოყვანილი კენკრა ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი იქნება და კილოგრამის ფასი 3-4 ევროთი განისაზღვრება.
დღესვე, ზაზა გოროზია გურიაში, სოფელ ნატანებში მიმდინარე საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გაეცნო. ხვნა–თესვის პროცესი სოფლის მეურნეობის განვითარების და ფერმერთა დახმარების პროგრამით შემოყვანილი ტექნიკით მიმდინარეობს. სულ გურიის რეგიონში 11 ახალი ტრაქტორი მუშაობს. ახალი ტექნიკა მოსახლეობას უფრო მეტი მიწის დამუშავებისა და გაზრდილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|