GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოსა და ესტონეთის საგზაო დეპარტამენტებს შორის მემორანდუმი გაფორმდება
13:59 01.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს, ესტონეთის სამხრეთ რეგიონის საგზაო დეპარტამენტის უფროსს ანდრუს პრუკს, მის თანმხლებ პირებსა და ესტონური საგზაო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ესტონეთის საგზაო დეპარტამენტს შორის,  ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერება ხელი.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. საუბარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ესტონური საგზაო კომპანიების ჩართვასაც შეეხო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ესტონელ სტუმრებს საქართველოს საგზაო სფეროში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

დაიგეგმა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სპეციალისტთა გადამზადება ესტონეთში. ესტონეთის დელგაციას საქართველოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სემინარი, რომელზეც ესტონელი და ქართველი კოლეგები ორი ქვეყნის საგზაო ადმინისტრაციის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელებენ და საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტებს დაათვალიერებენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მილიონობით დოლარის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების ბრალდებით ექსპრეზიდენტი დააპატიმრეს1
ადვოკატთა ასოციაციამ სახალხო დამცველის პოსტზე გელა ნიკოლაიშვილის კანდიდატურა წარადგინა2
ზაზა გოროზიამ კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელი მოინახულა3
უმცირესობა კახი კალაძეს პარლამენტში იბარებს4
მაია ფანჯიკიძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X