GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ყვარელში სტრატეგიული განვითარების სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართა
15:11 01.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია ყვარელში სტრატეგიული განვითარების სააგენტოს პრეზენტაციას დაესწრო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად პრეზენტაციაზე ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბოჭორიშვილი, სტრატეგიული განვითარების სააგენტოს დირექტორი ივა დავითაია და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  მაია სიდამონიძეც იმყოფებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით,  ქალაქის ცენტრში მასშტაბური კომპლექსის რეკონსტრუქცია იგეგმება. ამ ეტაპზე, სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული შენობა მომავალში ინვესტორს გადაეცემა, რომელიც მის შემდგომ ფუნქციონირებაზე იზრუნებს. კომპლექსში ერთდროულად განთავსდება სასტუმრო, რესტორანი, ღვინის მარანი, ტურისტული სააგენტო. კახეთის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით,  სასტუმრო-კომპლექსი უცხოელი და ქართველი დამსვენებლებისათვის საუკეთესო გასართობ ადგილად უნდა იქცეს.

მშენებლობა სარეაბილიტაციო პორექტების ფარგლებში ხორციელდება, რომლის ძირითადი მიმართულებები ამ ეტაპზე, კახეთისა და  იმერეთის რეგიონებს მოიცავს. მსგავსი ტიპის ტურისტული, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი კოორდინაციისა და მონიტორინგის განსახორციელებლად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ახალი სტრუქტურული ერთეულის - სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნა.

სტრატეგიული განვითარების სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით, მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა. მის ფუნქციას საქართველოში განსახორციელებლი ცალკეული ტურისტული და საინვესტიციო პროექტების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი შეადგენს. პირველ ეტაპზე, სააგენტოს ძირითადი მიმართულებები კახეთში, იმერეთსა და ლაზიკაში  დაგეგმილი პროექტების კოორდინაცია იქნება.

სარეაბილიტაციო პროექტების არეალის გაფართოების პარალელურად, სააგენტო სხვა რეგიონების  სააღმშენებლო სამუშაოების კოორდინაციასაც განახორციელებს. სააგენტოს ივა დავითაია უხელმძღვანელებს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თინა ხიდაშელი ირწმუნება, რომ ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილ გურჩიანს არ ბლოკავს1
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო2
დავით საგანელიძე: შესაძლოა რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება მოხდეს3
ბიძინა ივანიშვილი: კახა შარტავამ თანამდებობაზე უარი განაცხადა4
ვანო მერაბიშვილი და ეკა ზღულაძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X