ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მტკიცებით, 2008 წელს დაზარალებულ მსესხებელთა სესხები
რესტრუქტურიზებულია.
როგორც
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ქადაგიძემ განაცხადა, ეროვნულ ბანკს ამ პრობლემების განსახილველად კომერციუილ ბანკებთან შეხვედრა ჰქონდა.
მისი თქმით, არ არსებობს პრეცედენტი, რომ მსესხებელი 2008 წლის აგრესიის შედეგად დაზარალებულიყოს და მის სესხის რესტრუქტუირიზაცია არ მომხდარიყო.
„თუ ამის საწინააღმდეგო შემთხვევა არსებობს, მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ამ ადამიანებს შევხვდე და თითოეული ასეთი შემთხვევა განვიხილო. თუმცა აღსანიშნავია, რომ სასესხო დავალიანებების მთლიანად და სრულად ჩამოწერა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდა, როცა მსესხებელი კონკრეტულად კონფლიქტის ზონაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდა და მისი საქმიანობის გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელი გახდა“, – დასძინა მან.
Internet.ge