თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ
კანონში, მთავრობის ინიციატივით, ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად,
ინვესტორმა ტურისტული ზონის სტატუსი შეიძლება მოითხოვოს მაშინ, როდესაც მას უკვე
საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი და ამ ტერიტორიაზე აპირებს ერთმილიონიან
ინვესტირებას.
გადაწყვეტილებას
სპეციალური კომისია მიიღებს, რომელიც პროექტს ტურიზმის განვითარების და დასაქმების
კუთხით განიხილავს. ინვესტორი კი 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადისაგან
გათავისუფლდება.
ასევე ცვლილება შედის სახელმწიფო ქონების შესახებ კანონშიც, იქმნება ახალი სიპი-სახელმწიფო ქონების მართვის სამსახური,
რომლის ფუნქციაშიც გაერთიანდება პრივატიზაცია და ქონების მართვა.
Internet.ge