დღეს, საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში, მშენებლობისა და ინტერიერის მე-17
საერთაშორისო გამოფენა „Caucasus Build 2012“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრმა, ვერა ქობალიამ გახსნა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს Expo Goerias წარმომადგენელმა და აღნიშნული
პროექტის მენეჯერმა, მაკა კაკულიამ განუცხადა, გამოფენა 19 მაისამდე გაგრძელდება
და მასში 150 ქართული და უცხოური კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
„ეს გამოფენა უკვე ტრადიციად იქცა. წელს, ამ ღონისძიებაში 150
კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 60 უცხოურია. გამოფენაზე ჩამოსულია 16
ქვეყნის წარმომადგენელი. უცხოურ კომპანიათა აბსოლუტური უმრავლესობა ქართულ
სამშენებლო ბაზარზე ახლა შემოდის და მათი მიზანი აქ დამკვიდრება და გაფართოვებაა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი სამშენებლო ხედვები, მასალები, პროდუქცია,
ტექნოლოგიები და მომსახურეობა. მათი დათვალიერება და გაცნობა 19 მაისამდე,
ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გამოფენა მუშაობს 10:30-დან 19:30 მდე“-განაცხადა
მაკა კაკულიამ.
Internet.ge