„როიტერის“ ინფორმაციით, „საქართველოს
რკინიგზის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიყიდება.
სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით
აცხადებს, რომ ხელისუფლება კომპანიის აქციების გაყიდვას 800 მილიონიდან მილიარდ
დოლარამდე გეგმავს.
მისივე ინფორმაციით, აქციების პირველადი განთავსების შედეგად მთავრობამ, შესაძლოა, 250 მილიონი დოლარი გამოიმუშაოს.
ამასთან „როიტერი“ ირწმუნება, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს რკინიგზის"
აქციების პირველადი განთავსებისას, აქციების 25% გაიყიდება.
„განცხადება აქციების პირველად განთავსებაში მონაწილეობაზე 23 მაისამდე მიიღება, ხოლო განთავსება 24 მაისს მოხდება“,-
წერს სააგენტო.
„ინტერნეტ.ჯი“ ვითარების გასარკვევად „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურს
დაუკავშირდა. რკინისგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ირმა სტეფნაძის
განცხადებით, აღნიშნულ თემაზე კომენტარს ეზუგბაიას უწყება დღის ბოლომდე გააკეთებს.
რაც შეეხება ეკონომიკმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,
ინტერნეტ. ჯი“-ს შეკითხვას - აწარმოებდა თუ არა ვერა ქობალის უწყება „რკინიგზის
აქციების“ გაყიდვის თაობაზე უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებას, სამინისტროში არ უპასუხეს.
Internet.ge