GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უძრავი ქონების მასობრივი შეფასების პროექტი იწყება
15:21 22.05.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით,  საქართველოში უძრავი ქონების მასობრივი შეფასების პროექტი იწყება.

სამინისტროს ცნობით, უძრავი ქონების შეფასების საკითხი აქტუალურია როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ისე ქონების გადასახადის ადმინისტრირების, იპოთეკური სესხის თუ სხვა ასპექტით. ქვეყანაში ქონების შეფასებას აუდიტორები და შემფასებლები ახდენენ, ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემოსავლების სამსახური, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ქ. თბილისის მერია და სხვ.) კი, ამავე მიზნით მოქმედებენ შესაბამისი შეფასების სამსახურები.

პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის, შემოსავლების სამსახურის, ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კონტროლის პალატის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ქალაქ თბილისის მერიის, აგრეთვე, კომერციული ბანკების, აუდიტორული და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები და კერძო შემფასებლები. 

„მასობრივი შეფასების სისტემის პროექტი უზრუნველყოფს საქართველოში უძრავი ქონების შეფასებაში უნიფიცირებული, სტანდარტიზებული მიდგომის დამკვიდრებას. სემინარზე განხილული იქნება შვედური გამოცდილება მასობრივი შეფასების მიმართულებით და საქართველოში ანალოგიური სისტემის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა გეგმა, მასობრივი შეფასების მეთოდოლოგიისა და ტრენინგის ჯგუფის, აგრეთვე საკოორდინაციო  საბჭოს ფორმირების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“,- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
წულუკიანმა თანამშრომლებს ქვეყანაში მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა მიულოცა1
შენობების მბრწყინავი ფასადები გადამფრენ ჩიტებს ანადგურებენ2
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს3
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში დევნილები შეიჭრნენ4
ტუღუშმა ციხეებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა სია დაამტკიცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X