ზაზა გოროზია საქართველოში, ჰიბრიდული სიმინდის ცუდ მოსავალს გლეხების უცოდინრობას უკავშირებს
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა გოროზია საქართველოში, ჰიბრიდული სიმინდის ცუდ მოსავალს გლეხების უცოდინრობას უკავშირებს.
როგორც ანტიკრიზისული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მინისტრმა განაცხადა, სიმინდის მოსავალთან დაკავშირებით, გლეხებმა ბევრი რამ არ იცოდნენ, რის გამოც აგროვადები დაარღვიეს.
გოროზიას განმარტებით, ჰიბრიდული სიმინდის დათესვის შემდეგ, გლეხების 70-მა პროცენტმა კარგი მოსავალი მიიღო, 20-მა პროცენტმა საშუალო, ხოლო 10-მა პროცენტმა ცუდი.
“შარშან, ამ დროს, საქართველოში, სიმინდი 1,40 ლარი ღირდა, ახლა კი, - 52-53 თეთრი ღირს”, - დასძინა მან.
Internet.ge