„საქართველოს რკინიგზის“ აქციების 25%-ის საფონდო ბირჟებზე გატანა გადაიდო, ამის შესახებ
განცხადება, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, გამართულ მთავრობის სხდომაზე
გააკეთა.
პრემიერის
თქმით, აქციების გატანის გადადების მიზეზი ბაზარზე არსებული ცუდი მდგომარეობა
გახდა.
გილაურის
განცხადებით, საქართველოს წარმომადგენლებს ჰქონდათ კონსულტაციები ბანკირებთან,
ინვესტორებთან, რომლებმაც აქციების ბირჟაზე გატანის გადადება ურჩიეს.
“მიუხედავად იმისა,
რომ რამდენიმე დღის
წინ ბაზრებზე კარგი ვითარება იყო და გაზის
კორპორაციამ წარმატებული ევრობონდი გამოუშვა, ამ ეტაპზე
საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა,
რაც გამოწვეულია საბერძნეთის და ესპანეთის პრობლემებით. შესაბამისად, რკინიგზის აქციების ბაზრებზე გატანა
გადავდეთ, ვიდრე მდგომარეობა გამოსწორდება“,- განაცხადა გილაურმა.
Internet.ge