პრემიერ-მინისტრის
განცხადებით,
სტატისტიკის ეროვნული უწყების წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების სახით 230 მილიონი დოლარი
შემოვიდა.
როგორც ნიკა
გილაურმა დღეს, გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მონაცემები, გასული
წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, 32%-ით აღემატება.
პრემიერის
განცხადებით, აღნიშნული მონაცემები პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია სამუშაო ადგილების შექმნასთან.
„ძალიან
მნიშვნელოვანია ამ ციფრის
ზრდა. გასული წლის
მონაცემების მიხედვით, ჯამში,
ჩვენ გვქონდა ერთი
მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიციები. პირველი კვარტალი არის ხოლმე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რომელიც შემდეგ იზრდება. წელსაც
მთავრობა ელოდება, რომ მაჩვენებელი ყოველკვარტალურად გაიზრდება და წლევანდელი წლის მონაცემებით, პირდაპირი ინვესციტიციები ერთ მილიარდ დოლარზე მეტი იქნება“,- განაცხადა
გილაურმა.
internet.ge