GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კახეთის ტურისტული განვითარების სამუშაო ჯგუფმა სამოქმედო გეგმა წარმოადგინა
16:41 31.05.2012
დღის სიახლეები

სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, დღეს, კახეთის რეგიონის ტურისტული განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ივა დავითაიამ 2012-2013 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფის წევრები – სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ძეგლთა დაცვის სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები, პროფესიული გაერთიანებები, ტუროპერატორთა ასოციაცია, ქართული ღვინის ასოციაცია, ღვინის მწარმოებლები.

შეხვედრაზე, კახეთში ტურიზმის განვითარების კონცეფციასა და მისი განხორციელების გზებზე იმსჯელეს, განიხილეს კონკრეტული აქტივობები, რომლებიც ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში იგეგმება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი კამპანიის კონცეფციის ანალიზს.

კახეთის რეგიონის ტურისტული განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს რეგულარული ხასიათი აქვთ და გარკვეული პერიოდულობით იმართება.

სტრატეგიული განვითარების სააგენტო პრეზიდენტის ბრძანებულებით, მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა. მის ფუნქციას საქართველოში განსახორციელებელი ცალკეული ტურისტული და საინვესტიციო პროექტების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი შეადგენს. პირველ ეტაპზე, სააგენტოს ძირითადი მიმართულებები კახეთსა და იმერეთში, ასევე ლაზიკაში  დაგეგმილი პროექტების კოორდინაციაა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციას ესწრება1
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა 171 ადამიანის გარდაცვალებაში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა2
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა3
ქუთაისის ახალი პარლამენტი საქმის ელექტრონულ წარმოებაზე გადავა4
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი სავსეა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X