სასტუმრო “თბილისი მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე “მწვანე ბიზნესის შესაძლებლობები საქართველოში”. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, ექსპერტებმა და ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრემა, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიგიმ და შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ფილიალის რეგიონულმა დირექტორმა რუდოლფ შოჰიმ.
ვერა ქობალიამ საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა და
აღნიშნა, რომ მწვანე
ეკონომიკის
სფეროში პოტენციური ინვესტორების დაინტრესების მიზნით, უცხოელი ქსპერტების მონაწილეობით მთავრობამ უკვე მოამზადა 15 პროექტი, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორების მიმართულებით.
კონფერენციაზე საქართველოში მწვანე ბიზნეს-შესაძლებლობების
კვლევის პირველადი შედეგების წარდგენა მოხდა. კვლევა გაეროს განვითარების პროგრამამ ეკონკომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა.
ამასთანავე,
მონაწილეებმა
განიხილეს
ქართული ეკონომიკის “გამწვანების” და მისი პროდუქციისა და სერვისების მაღალკონკურენტულ
მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირების საკითხები.
Internet.ge