დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის გამო, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მთავრობის საპარლამენტო
მდივანმა, გია ხუროშვილმა პარლამენტში დღეს, ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე წარადგინა და ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა
ითხოვა.
ხუროშვილის განცხადებით, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსებისთვის საგარეო ვალის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხა იქნება გადმოტანილი.
საბიუჯეტო ცვლილებების დეტალებს დეპუტატებს ხვალ,
ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი გააცნობს.
internet.ge