საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის
მიხედვითაც, 2012 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 8,1 პროცენტი, ხოლო 2012 წლის პირველი 6 თვის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7,0 პროცენტი შეადგინა.
ყოველკვარტალური
სტატისტიკური გამოკვლევებით დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის II
კვარტლის მონაცემები მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნდება.
internet.ge