კომუნიკაციების
ეროვნული კომისია მობილურ ქსელში პორტირებული აბონენტების სტატისტიკას აქვეყნებს,
რომლის მიხედვითაც, ყველაზე მეტად პორტირება ჯეოსელში განხორციელდა, რამაც 55
052 აბონენტი შეადგინა. აქედან
მობიტელიდან – 12 369, ხოლო მაგთიომიდან 42 683 აბონენტის პორტირება მოხდა.
მეორე ადგილი დაიკავა
მაგთიკომმა. აღნიშნულ ქსელში სულ 43 148 აბონენტის პორტირება დაფიქსირდა.
(ჯეოსელიდან 27 817, ხოლო მობიტელიდან 15 331 აბონნტი დაპორტირდა).
რაც შეეხება მობიტელს,
სულ 29 886 მომხმარებელი დარეგისტრირდა პორტირების მეშვეობით, რომელთაგანაც 13 369
ჯეოსელის, ხოლო 16 517 მაგთიკომის აბონენტი იყო.
Internet.ge