საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოშ ინფლაცის დონე შემცირდა.
2012
წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ - 0,9
პროცენტი შეადგინა. მოცემულ
პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე (შემცირდა 1,8 პროცენტით), ტრანსპორტზე (შემცირდა 1,9 პროცენტით) და სასტუმროებზე, ასევე
კაფეებზე და რესტორნებზე,
რომელიც 8,3 პროცენტით
შემცირდა.
რაც შეეხება წლიურ
მაჩვენებელს, 2012 წლის ივლისში 2011
წლის ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი შეადგინა. 12–თვიან
პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები.
Internet.ge