რუსება აფხაზურ მანდარინს „იმიჯი შეულახეს“. შარშან, როცა ოკუპირებული
ტერიტორიიდან სხვადასხვა მიზეზების გამო ციტრუსი ვერ გაიტანეს, რუსმა კომერსანტებმა
უცხოური უხარისხო მანდარინის აფხაზურად გასაღება დაიწყეს, რამაც აფხაზურ
მანდარინს, სახელი გაუფუჭა, იმდენად, რომ შესაძლოა, ამ იმიჯმა მის გასაღებას
წელსაც შეუშალოს ხელი.
მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ ხელმძღვანელობამ რაიმე ზომები
არ მიიღო, მანდარინი წელსაც გადასაყრელი ექნებათ, ისევე, როგორც შარშან
ნაგავსაყრელები და მდინარეები სავსე იყო რუსეთის ბაზარზე გასატანი მანდარინით.
გარდა იმისა, რომ რუსეთში გატანა პრობლემაა, აფხაზეთში არც
გადამამუშავებელი ქარხანა არსებობს. სწორედ გადამამუშავებელი ქარხნის არარსებობას
და „ხელისუფლების“ პოლიტიკას აბრალებს მოსახლეობა იმ ზარალს, რომელიც მან შარშან
მიიღო.
მათი თქმით, „ხელისუფლება“ არ ზრუნავს ერთადერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქციის რეალიზებისთვის
სათანადო გარემო შექმნას. თუ „სახელმწიფო“ შესყიდვის მექანიზმი არ ამუშავდება,
წელსაც მოგვიწევს მოწეული პროდუქციის გადაყრა, - აცხადებს გულრიფშის რაიონის
სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელი. სწორედ გულრიფშის რაიონში შარშან
მოსახლეობას ტონობით მანდარინი გაუფუჭდა.
Internet.ge