2011 წელს საქართველოში პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 1596 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც
22 პროცენტით აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
საქართველოში 65 ქვეყნიდან განხორციელდა. 2010 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 61,
ხოლო 2009 წელს 60 ქვეყანა შეადგინა.
საქართველოში განხორციელებული
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები არიან ნიდერლანდები,
აზერბაიჯანი, საერთაშორისო ორგანიზაციები, თურქეთი და რუსეთი.
გასულ წელს ყველაზე მეტი პირდაპირი
უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონებისა (225 მლნ. აშშ დოლარი) და ენერგეტიკის
სექტორში (204 მლნ. აშშ დოლარი) განხორციელდა.
Internet.ge