GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
18:07 05.04.2012
მარეგულირებელმა კომისიამ მოქალაქეთა საჩივრები დააკმაყოფილა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე, მოქალაქეთა დავები განიხილა და ყველა მათგანი აბონენტების სასარგებლოდ გადაწყვიტა.
15:15 05.04.2012
ზაზა გოროზია: სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის ჯამში 600 ერთეული ტექნიკა შემოვა
სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად, 15 აპრილისთვის საქართველოში 280 ტრაქტორი შემოვა, ჯამში კი, ქვეყანაში 600 ერთეული ტექნიკა იქნება.
15:02 05.04.2012
ნიკა გილაური: ჰიდროელექტროსადგურებზე სამუშაოები დაჩქარებული ტემპით განახლდება
პრემიერ-მინისტრ, ნიკა გილაურის ინფორმაციით, აპრილის თვის მეორე ნახევარში, დიდთოვლობის გამო შეჩერებულ ყველა ჰიდროელექტროსადგურზე სამუშაოები დაჩქარებული ტემპით განახლდება. წელს დამატებით 10 ჰესის მშენებლობა დაიწყება, რომლებშიც დიდი სადგურებიც შედის.
14:14 05.04.2012
დიმიტრი გვინდაძემ საბიუჯეტო 2011 წელი შეაჯამა
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დღეს, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, 2011 წელი ცალსახად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
11:06 05.04.2012
ონიშენკოს განცხადებით, რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ დაბრუნებას ბარიერები არ შეექმნება
რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ დასაბრუნებლად ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ხედავს.„როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტები მზად არიან ჩავიდნენ საქართველოში, რათა მინერალური წყლის ხარისხი შეამოწმონ, განაცხადა ონიშენკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
14:22 04.04.2012
სოფელ წილკანში გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა
კომპანია „იტერა–საქართველომ“ სამუშაოები საპრეზიდენტო პროგრამის, „გაზი ყველა სოფელში“ ფარგლებში შეასრულა. დაგეგმილი სამუშაოების პირველ ეტაპზე არსებული გაზსადენის რეაბილიტაცია განხორციელდა და 200-მა ოჯახმა ბუნებრივი აირი მიიღო. განხორციელებულ სამუშაოების ღირებულებამ 80 ათასი ლარი შეადგინა.
18:56 03.04.2012
ქართული მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების გამოფენა გაიმართა
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართული ბრენდების ცნობადობის გაზრდას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ რა პროდუქცია იწარმოება ქვეყანაში“,- განუცხადა პრეზენტაციაზე მისულ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ეთერ ყამარაულმა.
15:07 03.04.2012
თუშეთის და ვაშლოვანის ეროვნული პარკებისათვის, კავკასიის ბუნების ფონდმა 604 000 ევრო გამოყო
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კავკასიის ბუნების ფონდმა, თუშეთის და ვაშლოვანის ეროვნული პარკებისათვის, 604 000 ევრო გამოყო.
14:07 03.04.2012
ბორჯომში ხუთი ახალი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს
ბორჯომში ხუთი ახალი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 1500-მდე ადამიანი დასაქმდა...მანჯგალაძის თქმით, უმუშევრობის პრობლემის დაძლევა, ხელისუფლებისათვის უმიშვნელოვანეს საკითხად რჩება.
13:01 03.04.2012
იუსტიციის სამინისტროში ქალაქ ლაზიკას კონცეფციის განხილვა გაიმართა
კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ახალი ქალაქის მშენებლობა და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი, სპეციალური განვითარების რეგიონების კონსტიტუციური სტატუსი, სამართლებრივი და სასამართლო სისტემების, აგრეთვე მმართველობის სისტემა და მისი სახეები სპეციალური განვითარების რეგიონებში, უფლებამოსილებებზე საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული თავდაცვის სფეროში.
12:49 02.04.2012
მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე მაკროეკონომიკურ მიმოხილვას წარადგენს
როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა განუცხადა, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7 პროცენტით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი - 9,2 პროცენტით გაიზარდა, რითაც, ნორმალურ გამოხატულებაში, მშპ-მ 24.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე – 3.5 მლრდ ლარით მეტია.
21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არასამთავრობოები მთავრობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების საქმის შესწავლას სთხოვენ1
ცესკოს მონაცემებით მმართველი პარტიის მაჟორიტარობის გამარჯვებული კანდიდატები2
არქეოლოგებმა ქარელში ყორღანები აღმოაჩინეს3
პედაგოგთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციები დაიწყო4
„ქართული ოცნების“ აქტივისტი ზღვაში დაიხრჩო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X