პროვინციალ კოჯაელში დააკავეს
13 პირი, რომლებიც ალ-ქაედასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.
როგორც ადგილობრივი მედია თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულთა სახლების ჩხრეკისას, სტამბულის ახლომებარე ქალაქ კარამიურსელში 90 კილოგრამი ამონიუმის ნიტრატი აღმოაჩინეს, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად შეიძლება იყოს გამოყენებული.
დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე ტერაქტების მზადებაში. გუბერნატორის თქმით, პოლიციას ჯერ არ დაუზუსტებია, რომელ დასახლებულ პუნქტებში იგეგმებოდა აფეთქებები.
Internet.ge