ნიუჯერსიში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ამერიკაში
მორიგი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებული
მამაკაცი ნიუჯერსიში მდებარე "ფაზ მარკეტში" შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბოროტმოქმედის ლიკვიდირება
მოახერხა. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს
გადაკეტილი აქვთ, ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები.
ამ დროისთვის ინფორმაცია თავდამსხმელის მოტივისა და მისი ვინაობის შესახებ არ
ვრცელდება. ასევე ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის სხვა დეტალებიც. მიმდინარეობს გამოძიება.
Internet.ge