11 წლის გოგონაზე განხორციელებული ძალადობისათვის მამაკაცს 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ ტეხასის
მოქალაქეს, ერიკ მაკგოვენს 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას 11 წლის
გოგონაზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი. ამასთანავე, მაკგოვენს
10 000 ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
ერიკ მაკგოვენის
სასამართლო პროცესი 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულისათვის 99
წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა და მოსამართლემ მცირე
დროის მონაკვეთში გამოიტანეს.
პროკურორის განცხადებით,
მაკგოვენმა 11 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობა სულ მცირე ხუთჯერ განახორციელა.
ინციდენტის შესახებ
პოლიციას სკოლის მასწავლებელმა შეატყობინა, რომლმაც შემთხვევის შესახებ ერთ-ერთი
მოსწალისაგან გაიგო.
მაკგოვენმა დანაშაული
აღიარა.
Internet.ge