მიმდინარე წლის იანვარში კალუგის ოლქის ქალაქ კონდროვოში 4 პირი საიუველირო მაღაზიას დაესხა თავს, რომლებმაც ძალისა და იარაღის მუქარით გათოკეს მცველი და გამყიდველი და ფული და საიუველირო საქონელი გაიტაცეს. მთლიანობაში ეს ყოველივე 9 მილიონ რუბლს შეადგენდა.
პოლიციაში ამბობენ, რომ ისინი ასევე გატაცებული ავტომანქანით მოძრაობდნენ.
შედეგად დააკავეს 28 წლის საქართველოს მოქალაქე და 27 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელთა გვარებიც არ კონკრეტდება. სხვა თავდამსხმელთა ვინაობა დღემდე დგინდება.
გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქე რუსეთის მოქალაქეზე გაცემული ყალბი პასპორტით სარგებლობდა.
დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 15-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Internet.ge