ყაბარდო-ბალყარეთში
მასშტაბური ტერაქტი
იგეგმებოდა. ბოევიკს, საათის
მექანიზმიანი ბომბი
1-ელ სექტემბერს, დილის
9:00 საათზე უნდა
აემუშავებინა – იუწყება
რუსული მედია.
წინა დღეს
ჩატარებული სპეცოპერაციის
შედეგად ბოევიკი
სოფელ ჩერნიგოვსკოეში
გაანადგურეს.
მოკლული 30 წლის
მამაკაცი აღმოჩნდა,
რომელიც შსს-ს
ინფორმაციით, იატაკქვეშა
დაჯგუფებების ერთ-ერთ
ლიდერთან დაახლოებული
პირი იყო.
სპეცოპერაციის დროს
აღმოაჩინეს ბომბიც,
რომლის სიმძლავრეც
15 კილოგრამი ტროტილის
ეკვივალენტს შეადგენდა.
შსს-ში
დარწმუნებულები არიან,
რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე
მასშტაბური ტერაქტი
იგეგმებოდა.
Internet.ge