იერუსალიმთან მდებარე
ქრისტიანული მონასტრის კარს ვანდალებმა ცეცხლი წაუკიდეს და კედლებზე შეურაცხმყოფელი
წარწერები დატოვეს. ლატრუნის მონასტრის კედლებზე მათ სიტყვები „იესო არის მაიმუნი“ დააწერეს.
ისრაელის უსაფრთხოების
წარმომადგენელთა განცხადებით, სავარაუდო ეჭვმიტანილები მდინარე იორდანეს
დასავლეთ ნაწილში, მიგრონის დასახლებაში მცხოვრები 50 ებრაული ოჯახია. მათივე
თქმით, ეს არ არის ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი პირველი დანაშაული. როგორც ცნობილია,
ისინი ქრისტიანულ ტაძრებზე თავდასხმებს წარსულშიც ახორციელებდნენ.
აღნიშნული დასახლება
რამდენიმე დღის წინ სასამართლომ უკანონოდ სცნო და ხელისუფლებას მისი გაუქმება
დაავალა.
პოლიციის წარმომადგენელთა
განცხადებით ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
Internet.ge