სასამართლომ 24 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ძმები გაათავისუფლა
სტამბოლში,
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ დაეკავებინათ თურქი ძმები,
რომლებმაც 24 წლის სომეხი გოგონა სექსუალური შანტაჟით თვითმკვლელობამდე მიიყავნეს.
თუმცა გამოძიება ამ საქმეზე კვლავ გრძელდება.
აღნიშნული
ისტორია მიმდინარე წლის მარტში აჟიოტაჟის თემად იქცა.
24 წლის სომეხი
ნარინა მკრტჩიანი თურქეთში სამუშაოდ ჩავიდა, სადაც ვინმე ოეხან ოკუმუში შეუყვარდა.
ამ უკანასკნელმა კი ბოროტად გამოიყენა ეს სიყვარული, გოგონასთან ინტიმური კავშირი
დაამყარა, შიშველ მდგომარეობაში ფოტოები გადაუღო და ეს ფოტოები შემდეგ თავის ძმას
- ბარეშს გადასცა, რომელმაც სწორედ ამ ფოტოების საშუალებით შანტაჟი დაიწყო.
ბარეში
ემუქრებოდა გოგონას, რომ თუ მასთან ინტიმურ კავშირს არ დაამყარებდა და დიდი
რაოდენობით ფულსაც არ გადაუხდიდა, სურათებს ინტერნეტში გაავრცელებდა და მის ძმასაც
გაუგზავნიდა, რომელიც თურქეთში ასევე სამუშაოდ იყო ჩასული. ანალოგიურად, გოგონას
აშანტაჟებდა ორხანიც.
მას შემდეგ,
რაც ნარინამ უარი თქვა მოთხოვნის შესრულებაზე, ფოტოები მის ძმას ანახეს, რომელმაც
სცემა დას. თუმცა მას შემდეგ, რაც აუხსნა, რომ აშანტაჟებდნენ, გადაწყვიტეს
პოლიციისთვის მიემართათ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთში არალეგალურად
ცხოვრობდნენ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
დაუსჯელი ძმები
კი კვლავ აგრძელებდნენ მუქარას და ერთ-ერთ ჯერზე, როცა ვეღარ გადაუხადა მათ ფული,
გოგონამ საწამლავი დალია და თავი მოიკლა.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება პროკურატურამ. თუმცა სასამართლომ ჯერჯერობით,
ძმებისთის თავისუფლების აღკვეთა საჭიროდ
არ ჩათვალა.
Internet.ge