GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სამართალდამცავებმა ახალშობილებით მოვაჭრე ჯგუფი გამოავლინეს
16:58 06.09.2012
დღის სიახლეები

ოდესაში ახალშობილებით ვაჭრობის შესახებ სკანდალი აგორდა. როგორც გაირკვა, ამ საქმით ადგილობრივი ჩინოვნიკები რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები.

დედებს ახალშობილებს მუქარით ატოვებინებდნენ, სოციალურად დაუცველებს დედობის უფლებას ართმევდნენ, ზოგს კი ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილი დაიღუპა - ისე, რომ ცხედრებს არ ანახებდნენ. თავად კი ამ ბავშვებში სოლიდურ თანხებს იღებდნენ.

სკანდალი გასკდა. ჯერჯერობით შედეგი ისაა, რომ ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებულ ერთ პირს პირობითი სასჯელი მისცეს, ორს კი გაუსვლელობის ხელწერილი დაადებინეს.

თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მთავარი მოქმედი გმირები - ჩინოვნიკები, თავისუფლებაზე რჩებიან.  წინასწარი გამოძიებისას გაირკვა, რომ ბავშვის ყიდვის მსურველმა ერთმა ქალბატონმა  ოდესის პირველი სამშობიაროს იურისტს მიმართა, რათა მისთვის ჯანმრთელი ბავშვი მოეძებნა. იურისტმა კი რაიონულ საავადმყოფოში გადაამისამართა, სადაც გააფორმეს დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ბავშვის აყვანის მსურველი ქალი ბიოლოგიური დედა იყო ახალშობილისა, რომელიც ცოტა ხნის წინ, დედამ თითქოსდა, მიატოვა. ამ მომსახურებაში 4 ათასი დოლარი აიღეს.

გამოძიებამ ასევე გაარკვია, რომ 2008-2010 წლებში ოდესის საავადმყოფოებში უამრავ ყალბ დოკუმენტებს ადგენდნენ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ასევე, გარდაცვალების აქტებს, შემდეგ კი ახალშობილებს მესამე პირებს გადასცემდნენ. ბავშვების ფასი 1500-დან 4000 დოლარამდე მერყეობდა. გამოძიებამ 10 ასეთი კრიმინალური ეპიზოდი გამოავლინა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც და ახლა ჩვენებებს იძლევიან, სამართალდამცველები კი ამ წრეში ახლა თავისი „დანაშაულებრივი ჯგუფის“ შეშვებას აპირებენ, რათა ჩინოვნიკებზე გავიდნენ, რომლებიც ამ ბიზნესში არიან ჩართულები. როგორც ამბობენ, სქემაში არა მარტო ადგილობრივი, არამედ კიეველი ჩინოვნიკებიც მონაწილეობენ.

ამ შემთხვევების გახმაურების შემდეგ პოლიციასა და პროკურატურას უამრავი ადამიანი მიაწყდა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალშობილები კი არ დაეღუპათ, არამედ გაუყიდეს.

მაგალითად, ერთმა ქალმა განაცხადა, რომ გააჩინა 52 სანტიმეტრის ბავშვი, ცხედარი კი, რომელიც ანახეს, 47 სანტიმეტრი იყო. სასამართლო განხილვები ამ საქმეებზე სწორედ ახლა მიმდინარეობს. მისი რეზონანსულობის გამო სხდომები დახურულ რეჟიმში ტარდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები1
ღლონტი: მედია სრულად გადავა "ქართული ოცნების“ ხელში2
სოციალური მომსახურები სააგენტოს განცხადება3
რუხაძე: საინფორმაციოს გაუქმება არ იგეგმება „მაესტროზე“4
მკვლელობა ოზურგეთში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X