ზუგდიდის სასამართლო, მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულის საქმის არსებით განხილვას დღეიდან დაიწყებს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს მსახიობის მეგობრებმა აცნობეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება წინამდებარე სასამართლო პროცესზე იქნა მიღებული.
გარდაცვლილის ოჯახი მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში მოკლეს. ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა ახალგაზრდამ მეგობრებისგან მოშორებით გაიყვანა. მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ორი დღის შემდეგ, მსახიობის ცხედარი ანაკლიაში ზღვამ გამორიყა.
ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ბექა ცობეხია კი, სამართალდამცველებს ჩაბარდა. ცობეხია თავს აფხაზეთის ოკუპირებულ
ტერიტორიას აფარებდა.
სამართალდამცველებმა ცობეხიასთან ერთად კიდევ ერთი პიროვნება, ნიკოლოზ ძაბაღუა აიყვანეს.
internet.ge