21 წლის ბიჭი პრეზიდენტის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარისთვის დააკავეს
ამერიკის
ქალაქ შარლოტის მკვიდრი გამოქვეყნებული მუქარის გამო სპეცსამსახურებმა დააკავეს.
როგორც CNN
იუწყება, 21 წლის დონტე ჯამარ სიმსი აცხადებდა, რომ პრეზიდენტს შუბლზე მიადებდა
ავტომატს და საკუთარ თავს ლი ჰარვი ოსვალდსაც ადარებდა, რომელიც პრეზიდენტ ჯონ
კენედის მკვლელადაა აღიარებული.
აშშ-ის
საიდუმლო სამსახურმა სიმსს თავისი აგენტი გაუგზავნა, რომელთანაც ახალგაზრდამ
დაადასტურა, რომ ობამს მიმართ სიძულვილს განიცდის, თან დააზუსტა, რომ Twitter-ში
შეტყობინებებს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ წერდა და ანგარიშს არ უწევდა მათ
შინაარსს.
აღიარებითი
ჩვენების მოპოვების შემდეგ აგენტმა სიმსს განუცხადა, რომ ის დაკავებულია.
ამის შემდეგ
ახალგაზრდამ ბოდიშების მოხდა დაიწყო.
თუ სიმსს
დამნაშავედ სცნობენ, მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სიმსმა მუქარები დემოკრატიული პარტიის ყრილობის გახსნის წინა დღეს გამოაქვეყნა,
სადაც ბარაკ ობამა ოფიციალურად დასახელდა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის
კანდიდატად.
internet.ge