ბაქოს
ნასიმინის რაიონში 7 წლის ბიჭუნა გააუპატიურეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია
პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომელსაც მომხდარის შესახებ ბავშვის დედამ აცნობა.
დედის
თქმით მის მცირეწლოვან შვილზე, ღამის საათებში, ინტერნეტ-კლუბში ძალადობას ჰქონდა
ადგილი. დამნაშავის ვინაობა დაზარალებულებმა არ იციან.
„ბავშვი
რა თქმა უნდა, ცოდოა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მშობლებიც არიან დამნაშავეები,
რომლებიც მშვიდად უყურებენ იმას, რომ შუაღამის პირველ საათამდე მათი შვილი
ინტერნეტ-კლუბში კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს. ღამის 10 საათზე ბავშვი უკვე
საწოლში უნდა იწვეს და არა ქუჩებში დაძრწოდესს“ - განაცხადეს ნასიმინის პოლიციის
განყოფილებაში.
Internet.ge