უკრაინაში, ქალაქ ხერსონის საქალაქო საბჭოს
ბუღალტერი სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
უკვე დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელმაც სიცრუის
დეტექტორზე აღიარა ჩადენილი დანაშაული.
ამასთან, სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ
ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, მანიაკი იყოს.
43 წლის ქალი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, რის
შესახებაც ნათესავებმა მილიციას მიმართეს.
ამასობაში კი ბავშვებმა თამაშის დროს ორმოს თავზე
ადამიანის ფეხის თითი შენიშნეს. სამართალდამცველებმა ორმო ამოთხარეს და ქალის
მოკვეთილ ფეხებს მიაგნეს.
შემდგომი სამძებრო სამუშაოებისას კი ნაჯახით
მოჭრილი თავიც იპოვეს.
დაკავებულ ახალგარზრდა მამაკაცს განზრახ მკვლელობის
მუხლი აქვს წაყენებული. მილიცია ახლა მის სხვა დანაშაულებთან კავშირს ამოწმებს.
Internet.ge