დედამ 4 თვის
ბავშვი სიკვდილის პირას მიიყვანა. ახლა მოსკოველი ექიმები პატარას გადარჩენას
ცდილობენ.
4 თვის ბავშვმა
თავის მძიმე ტრავმა მიიღო და კომატოზურ მდგომარეობაშია.
23 წლის დედამ
გამომძიებლებს უთხრა, რომ ბიჭუნა ტირილის გამო დასაჯა და საწოლის თავზე ზურგით
დაახეთქა, რის გამოც ბავშვს ხერხემალიც გადამტვრეული აქვს.
სისხლის
სამართლის საქმე აღძრულია, ამასთან ექსპერტიზა დაადგენს ფსიქიკურად რამდენად
ჯანმრთელია ქალი, რომელიც უკიდურეს სიღატაკეში დედასთან ერთად ერთ-ერთი ინტერნატის
შენობაში ცხოვრობს.
არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქალი
ხშირად სცემდა ბავშვს, ხოლო როცა იღვიძებდა, ძილის წამლებს ასმევდა.
ექიმების თქმით, პატარა უმძიმეს მდგომარეობაშია.
internet.ge