პეტროპავლოვსკში,
ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე, ავტომობილი 10 წლის გოგონას დედის თვალწინ
დაეჯახა, შემდეგ კი მიმალვას შეეცადა. ის ტაქსის მძღოლმა შეაკავა, რომელიც ამ
ამბის შემთხვევითი შემსწრე გახდა.
გოგონა
დედასთან და დასთან ერთად ქუჩაში, მათგან ნახევარი მეტრის დაშორებით მიდიოდა.
უცბად, მთელი სისწრაფით მიმავალი ‘’ტოიოტა" დაეჯახა და ბავშვი რამდენიმე მეტრში
გადააგდო.
გოგონა
ადგილზევე დაიღუპა, დამნაშავემ კი მიმალვა სცადა.
მას ტაქსის
მძღოლი დაედევნა, რომლის თვალწინაც ეს საშინელი ავარია მოხდა, მანვე შეატყობინა
მომხდარი პოლიციას.
დამნაშავის
დაკავება ქალაქის გასავლელში შეძლეს, ის 22 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც
ამბობს, რომ დედა-შვილი, უბრალოდ ვერ შენიშნა.
Internet.ge