ილინოისის პოლიციამ 50
წლის წინ ჩადენილი დანაშაული გახსნა. მათ 7 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯეკ
მაკულოფი დააკავეს.
მას ბრალი ედება
არასრულწლოვანის გატაცებაში, ძალადობასა და მკვლელობაში.
7 წლის მარია რიდულფი
1957 წელს გაუჩინარდა და ცხედარი რამდენიმე თვეში, სახლიდან 120 მილის დაშორებით
იპოვეს.
დაკავებული ჯეკ
მაკულოფი დანაშაულს არ აღიარებს. თუმცა, გამომძიებლების განცხადებით, მათ აქვთ
მასალები, რომელიც ამტკიცებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო
პროცესი ორშაბათს გაიმართება.
Internet.ge