მექსიკელმა
პროკურორებმა 16 წლის ბიჭის საქმე გამოიძიეს, რომლის სახელიც მინიმუმ 50
მკვლელობას უკავშირდება.
პროკურორის თქმით,
ფრანცისკო მიგელი „Los Mazatlecos“–ის წევრია, ჯგუფის, რომელიც ნარკოტიკული
ნივთიერებების კონტრაბანდაში იყო ჩართული.
პოლიციამ
მოზარდი მაშინ დააკავა, როდესაც მას ნარკოტიკები და იარაღი გადაჰქონდა.
დაკავების
შემდეგ მოზარდმა განაცხადა, რომ, ის მონაწილებოდა სიკვდილით დასჯის 50-ზე მეტ შემთხვევაში, რომლის ორგანიზატორებიც „Los Mazatlecos“–ის
წევრები იყვნენ.
როგორც
ცნობილია, უკანასკნელი წლების განმავლობაში მსგავსი დაჯგუფებების მიერ 55,000
ადამიანი იქნა მოკლული.
Internet.ge