ტვერის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯა ნაცისტ მაქსიმ კორკინს, რომელმაც დანით დაჭრა მამაკაცი.
ინცინდენტი მოსკოვის მეტროს ვაგონში მოხდა.
კორკინმა ჰიტლერული ჩაფხუტი დაიხურა და ნაცისტურად
გაიწოდა ხელი, თანაც მოითხოვა, რომ იგივე გაეკეთებინათ მგზავრებსაც.
ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მას შუა თითი აჩვენა, რის
გამოც კორკინი მას მოულოდნელად თავს დაესხა და ჯერ სცემა, შემდეგ კი დანა დაარტყა.
სხვა მგზავრები კი შეურაცხყო.
დაზარალებული გადარჩა.
კორკინის ბინაში ჩატარებული ჩრეკისას კი გაირკვა,
რომ დაკავებული ნაცისტური იდეების მეხოტბეა.
internet.ge