ყირგიზეთში პოლიციამ დააკავა მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებიც
მეათეკლასელების ცემაში არიან ეჭვმიტანილები, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა.
დანაშაულის მოტივი მეათეკლასელების მხრიდან უფროსკლასელთა დიქატატის იგნორირება გახდა.
უფროსებმა მათგან მორჩილება მოითხოვეს და საქმის გასარჩევად
მეათეკლასელები მდინარესთან დაიბარეს.
კონფლიქტი სასტიკ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც
მოზარდებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს, ერთი მათგანი კი
საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მე-11 კლასის ყველა მოწაფე ამჯერად დაკავებულია და ბაზარ- კორგონსკის
იზოლატორშია მოთავსებული.
Internet.ge