მამაკაცმა შური იძია
ბავშვზე, რომელიც მისი თქმით, მეუღლესთან და საკუთარ შვილებთან ოჯახურ ბედნიერებაში ხელს უშლიდა.
6 წლის არტური თოკზე
ჩამოკიდებული საკუთარმა დედამ ნახა, რომელმაც ის ზუსტად 10 წუთით დაუტოვა
მამინაცვალს.
38 წლის
ევგენი მენშიკოვი დაკავებულია, რომელმაც უკვე ყველაფერი აღიარა. მან განმარტა, რომ მკვლელობა დაგეგმილი ჰქონდა,
რათა ოჯახი ზედმეტი ბავშვისგან გაეთავისუფლებინა, რომელიც არავის უყვარდა.
მამაკაცი
ამბობს, რომ საყვარელ ცოლთან და შვილებთან ერთად ბედნიერი ოჯახი სურდა, რაშიც გერი
ხელს უშლიდა, ამიტომაც თავზე ყულფი ჩამოაცვა და ჩამოახრჩო.
მანვე
განაცხადა, რომ მკვლელობის მომენტში ოთახში მასთან ერთად მისი შვილებიც
იმყოფებოდნენ.
არტურის
ცხედარი დედამ მალევე იპოვა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. მეუღლემ კი
განუცხადა, რომ ბავშვმა თავად მოიკლა თავი.
Internet.ge