მოსკოვში
უზბეკი მოქალაქეების დაჯგუფება დააკავეს. ისინი ტაქსის მძღოლები იყვნენ, რომლებიც
მგზავრებს იტაცებდნენ, ძარცვავდნენ და მერე ხოცავდნენ. ჯგუფის წევრები მთელი დღის განმავლობაში ქალ კლიენტებს ეძებდნენ.
მათ მოქმედების
უცნაური სქემა ჰონდათ: როცა ერთი მანქანა კლიენტს იპოვიდა, მძღოლი მგზავრს უკანა
სკამზე დაჯდომას შესთავაზებდა, რა დროსაც სხვები მანქანის ბლოკირებას ახდენდნენ,
მსხვერპლს ძარცვავდნენ, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ.
ნადირობდნენ
ისეთ ადგილებშიც, სადაც ნაკლები ხალხი მოძრაობდა და ცუდად იყო განათებული.
კონსპირაციის
მიზნით კი ყალბ პასპორტებსა და მართვის მოწმობებს იყენებდნენ, ჰქონდათ იარაღიც.
ბანდის ხუთივე
წევრი დაკავებულია, მათ ყველას უმძიმესი ბრალდებებით ასამართლებენ: ძარცვისა და
მკვლელობების გარდა მათ ბრალად ნარკოტიკების შენახვაც ედებათ.
Internet.ge