13 წლის გოგონას სისასტიკე, რომლის ნახვაც 18 წლამდე მოზარდებისთვის შეზღუდულია (VIDEO)
ტულის ოქლის პოლიცია მოკვლევას ატარებს ინტერნეტით
გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც მოზარდების სისასტიკეა ასახული.
ისინი სასტიკად სცემენ თანატოლს, მთელს ამ პროცესს
კი 13 წლის გოგონა ხელმძღვანელობს.
გამოცემები, რომლებიც ამ ვიდეოს აქვეყნებენ,
მიუთითებენ, რომ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისათვის მისი ნახვა შეზღუდულია.
ინცინდენტი, როგორც ცნობილია, ნოვომოსკოვსკში
მოხდა. თავიდან ნაცემი ბიჭი 13 წლის მტანჯველს - ტატიანას ფეხებს უკოცნის, ეს
უკანასკნელი კი ფეხებით ურტყამს მას. ამის შემდეგ მსხვერპლი მუხლებზე დგება და
პატიებას ითხოვს, რა დროსაც ტატიანას სახელითა და მამის სახელით მიმართავს.
ამის შემდეგ მოზარდს ისევ სცემენ, რაშიც ტატიანა
გენადიევნაც მონაწილეობს.
როგორც მედია წერს, ტატიანამ ასეთივე სისასტიკით „დასაჯა“ თავისი ყოფილი მეგობარი
ბიჭი, რომელმაც ის სხვა გოგოზე გაცვალა.
გოგონას ვინაობა უკვე დადგენილია. ტატიანა ტულის
ოქლში მამასთან საცხოვრებლად მოლდოვადან ჩავიდა. ცნობილია, რომ მას ჰყავს
დედინაცვალი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, გართულებული ურთიერთობა ჰქონდა და ქალი
მას დაჭრითაც ემუქრებოდა.
გოგონას მამა შოკირებულია გავრცელებული კადრებით. ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ
მის შვილს მსგავსი სისასტიკის ჩადენა შეეძლო.
Internet.ge