პატიმრების წამების ბრალდებით დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული კობა
ჩიკვატიაა, რომელიც არასრულწლოვანთა განყოფილების ინსპექტორი იყო.
ჩიკვატიას
პროკურატურის მოთხოვნით, ბრალი დღესვე წაუყენეს.
„გამოძიებისთვის
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი მესამე
პირებთან კონტაქტს ახორციელებდა თამაზ თამაზაშვილისა და თამაზ ელიზბარაშვილის
მეშვეობით. გამოძიება გრძელდება და ვცდილობთ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება
მოვიპოვოთ“,- განაცხადა მთავარმა პროკურორმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
internet.ge