ბურიატიელ მამაკაცს უკვე მიუსაჯეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ მან მოკლა საკუთარი შვილი, რომელიც საკვებს ითხოვდა.
მკვლელობის შემდეგ მამამ სახლის სადარბაზოში, კიბეზე მშვიდად დაიძინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 36 წლის მამაკაცი, დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამი იყო.
მას შემდეგ, რაც სტუმრები გააცილა, მისმა 2 წლის გოგონამ ტირილი დაიწყო და მამას უთხრა, რომ შიოდა. მამამ ბავშვი ხელში აიყვანა და ჯერ იატაკზე დაანარცხა, შემდეგ კი სამზარეულოს დანა აიღო და უკვე დაშავებულ გოგონას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
შედეგად გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა, მამა კი სახლიდან გავარდა და სადარბაზოში დასაძინებლად წამოწვა.
ახლა მკვლელი ცდილობს სასამართლო დაარწმუნოს, რომ შეურაცხადია და ამტკიცებს, რომ მკვლელობა ჰალუცინაციების გამო ჩაიდინა. თუმცა ექსპერტიზამ ეს ვერსია უკვე გამორიცხა.
Internet.ge