შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული ვიდეო ჩანაწერები გაავრცელა, რომელშიც ჩანს როგორ ხორციელდება სხვადასხვა პირის მოსყიდვა, იმისთვის, რომ მათ მოახდინონ ადამიანების წამება და ამ ფაქტების ფირზე აღბეჭდვა, რათა ის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.
"გამოვლენილია საჯარო მოხელეების, მათ
შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის და მოსყიდვის მცდელობის ფაქტები,
რამაც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ხშირი ხასიათი მიიღო. ჩვენ გადმოგცემთ ამ
ფაქტების ამსახველ ოპერატიულ ვიდეოჩანაწერს. აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით ჩვენ მიერ დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი
ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე
ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს.
იმის გამო, რომ ერთ-ერთ მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის
წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან
დაკავშირებულ მასალას შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს
მთავარ პროკურატურას"- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ვიდეო ჩანაწერს ერთვის.
ვიდეო იხილეთ ბმულზეinternet.ge