ამ დრომდე არ გამოსულა
კომიდან დაკავებული, რომელიც საავადმყოფოში, საგამოძიებო იზოლატორში ცემის შედეგად
მოხვდა.
კანადის ენის სკოლის რუსი
სტუდენტი დენის ტელიაკოვი უმძიმეს მდგომარეობაშია. ის ქალაქ კალგარის იზოლატორში
სასტიკად სცემეს. მისი დის ცნობით, ტელიაკოვს მიღებული აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და
მისი გამოჯანმრთელების პერსპექტივა ამ ეტაპზე ბუნდოვანია.
როგორც რუსული მედია
წერს, ეს კანადის იზოლატორში მომხდარი ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის.
ზუსტად ერთი კვირის წინ იმავე კალგარის იზოლატორში ცემის შედეგად საავადმყოფოში
მოხვდა კიდევ ერთი ადამიანი - კრისტოფერ კუკი.
ტელიაკოვი პოლიციამ მას
შემდეგ დააკავა, რაც გამოძიების ვერსიით, მას თანაკურსელმა მუქარებში დასდო ბრალი.
ოფიციალური ვერსიით ის კამერაში მყოფმა სხვა დაკავებულებმა სცემეს, თუმცა
დაშავებულის ოჯახი აცხადებს, რომ მისთვის მომხდარის დეტალები უცნობია და ამდენად,
სხვა ეჭვებიც აქვთ. გამოძიება, თუ რამ გამოიწვია ახალგაზრდის კომატოზური
მდგომარეობა, უკვე დაიწყო.
Internet.ge