ხაინდრავა ქურდებს დახმარების სანაცვლოდ საქართველოში ავტორიტეტის აღდგენას ჰპირდებოდა
18:10 25.09.2012
|
დღის სიახლეები
|
ფრანგული ჟანდარმერიის ინფორმაციით, გიორგი ხაინდრავა, რომელიც რეჟისორია და ადრე სახელმწიფო მინისტრი იყო, საფრანგეთში 4 ნოემბერს, საკუთარი ფილმის პრეზენტაციისთვის ჩავიდა.
რის შემდეგაც ის საფრანგეთში 9 ნოემბერს კანონიერ ქურდ რევაზ ლორთქიფანიძეს და სხვა ქართული წარმომავლობის ავტორიტეტებს შეხვდა.
ჟანდარმერიის მიერ ქართველი სამართალდამცავი ორგანოსთვის გადმოგზავნილ დოკუმენტში, ლორთქიფანიძის ბინაში გამართული შეხვედრა დეტალურადაა აღწერილი.
„არსებული ინფორმაციით, საქართველოში არსებული ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა დაამყარა ახლო ურთიერთობა კანონიერ ქურდებთან, რომლებსაც შესწევთ უნარი აღმოუჩინონ სათანადო დახმარება არსებული ხელისუფლების დამხობის მიზნით. ცნობილია, რომ კანონიერ ქურდებს, რომლებსაც შესწევთ ძალა, როდესაც საჭიროა ჩამოაყალიბონ ყოფილი მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფებები. მათ შეიძლება გააჩნდეთ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა. დახმარების სანაცვლოდ ახალი რეჟიმისგან ქურდებს მიეცემათ საქართველოში წარსულში არსებული ავტორიტეტის და ზეგავლენის აღდგენის საშუალება. აშკარაა რომ კანონიერ ქურდებს მიუხედავად იმისა, რომ დაკავშირებულნი არიან ტარიელ ონიანთან თუ ასლან ოსოიანთან შესწევთ უნარი დაივიწყონ მტრობა და საერთო მიზნის მისაღწევად იბრძოლონ.“,– აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ქართველ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში გადასცეს.
გამოძიების ინფორმაციით, 11 ნოემბერს კი გოგი, იგივე გიორგი ხაინდრავამ საფრანგეთი დატოვა და საქართველოში გამოემგზავრა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|