ჟანდარმერია: ქართველი ოპოზიციონერები ე.წ კანონიერ ქურდებს შეეკვრნენ
18:29 25.09.2012
|
დღის სიახლეები
|
ფრანგული ჟანდარმერიის ინფორმაციით, გოგა ხაინდრავა და სხვა ქართველი ოპოზიციონერები ე.წ კანონიერ ქურდებს შეეკვრნენ, რომ საქართველოს მთავრობა ნებისმიერი ძალის გამოყენებით დაემხოთ.
საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ ერთი წლის წინ შეგროვებული მასალებიდან ირკვევა, რომ ოპოზიციამ აქცენტი ქურდებზე იმიტომ გააკეთა, რომ ე.წ კანონიერ ავტორიტეტებს საზღვარგარეთ მცხოვრებ დიასპორებზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ.
„მათ შეუძლიათ, დაარწმუნონ, ზეწოლა მოახდინონ ქართულ დიასპორაზე რათა, მათ არჩევნებზე მხარი ოპოზიციას დაუჭირონ. ადამიანური რესურსითა და შეიარაღებით დაეხმარონ ოპოზიციას საქართველოში ხელისუფლების დამხობაში, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე ოპოზიცია გამარჯვებას ვერ მოიპოვებს“,– აღნიშნულია დოკუმენტაციაში, რომელიც საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საათის წინ ფრანგულ ენაზე, ფაქსით მიიღო.
ჟურნალისტებს კი აღნიშნული დოკუმენტის ქართული თარგმანი გადაეცათ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|