მას შემდეგ, რაც საქართველოს
მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც გოგა ხაინდრავასა და ე.წ
კანონიერი ქურდების გარიგებას უკავშირდება
ყოფილ მინისტრთან დაკავშირება შეუძლებელია.
გოგა ხაინდრავას მობილური ტელეფონი გამორთულია. მასთან დაკავშირებას
ამ დრომდე ვერცერთი ჟურნალისტი ვერ ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ საფრანგეთის ჟანდარმერიის
მიერ მიწოდებული მასალა დღეს გაავრცელა. მასალების მიხედვით, გოგა ხაინდრავა უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ
კანონიერ ქურდებს ფინანსურ და შეიარაღებულ დახმარებას სთხოვდა იმ შემთხვევაში, თუ
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებდა.
მასალების გაცნობის შემდეგ, გოგა ხაინდრავა პროკურატურაში
დაიბარეს.
როგორც ფრანგული ჟანდარმერიის მიერ გამოგზავნილი
დოკუმენტაციის დასკვნით ნაწილშია აღნიშნული, ფრანგულმა მხარემ აღნიშნული
მასალები კანონიერი ქურდების საქმეში მხოლოდ იმიტომ არ გამოიყენა, რომ ხაინდრავას
შეხება არ ქონდა იმ კრიმინალურ საქმეებთან რა მოტივითაც 23 კაციანი კრიმინალური ჯფუფი
აიყვანეს.
ფრანგული სახელმწიფო ჟანდარმერიის ცნობით, მათ ხაინდრავასადა ე.წ
კანონიერი ქურდების შესახებ დამატებითი ინფორმაციაც გაჩნიათ, რომელსაც დეტალურად
გაშიფვრის შემდეგ პროკურატურა იგივე გზით მიიღებს, როგორც უკვე
გამოქვეყნებული მასალა.
internet.ge